07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი აშკარა უპირატესობით დაამარცხა

დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი აშკარა უპირატესობით დაამარცხა. რესპუბლიკელების მხარდამჭერი შტატების გარდა მან გაიმარჯვა პრაქტიკულად ყველა ე.წ. მერყევ შტატში. შედეგები ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ როგორც კი სურათი ნათელი გახდა, ჰილარი კლინტონმა თავად დაურეკა ტრამპს და მიულოცა გამარჯვება.

რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება ოჰაიოს, ჩრდილოეთ კაროლინასა და ფლორიდაში მოგებამ განაპირობა.

მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი შედეგები გამუდმებით იცვლებოდა. თავდაპირველად ჰილარი კლინტონი დაწინაურდა. თუმცა პერიოდულად იზრდებოდა იმ შტატების რიცხვი, სადაც ეგზიტ პოლების მიხედვით, პირველ პოზიციაზე დონალდ ტრამპი იყო.

მოქმედი პრეზიდენტი ტელეფონით ელაპარაკა დონალდ ტრამპს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები