07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
"მოუთმენლად ველი ბატონ ტრამპთან შეხვედრას ახლო მომავალში,"- NATO-ს გენერალური მდივანი

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში დასრულებულია. დონალდ ტრამპს კი მსოფლიო ლიდერები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ულოცავენ. 

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ რამდენიმე საათში ამერიკის ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება NATO-ს გენერალურმა მდივანმაც მიულოცა. 

"შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა, როგორც ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენმა ალიანსმა გააერთიანა ამერიკის უახლოესი მეგობრები როგორც მშვიდობის, ასევე კონფლიქტის დროს თითქმის 70 წელია. ძლიერი ნატო კარგია შეერთებული შტატებისთვისაც და ევროპისთვისაც. ნატო-მ რეაგირება მოახდინა უსაფრთხოების ახალ ვითარებაზე, მაგრამ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მოუთმენლად ველი ბატონ ტრამპთან შეხვედრას ახლო მომავალში, მივესალმებით მას ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მომავალ წელს, რომ განვიხილოთ სამომავლო გეგმები,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმაც. 

"როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ვულოცავ შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. რა თქმა უნდა, ეს არის რთული მომენტი შეერთებულ შტატბსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში, მაგრამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი ევროპული ინსტიტუტების მხრიდან სრულ პატივისცემას იმსახურებს. საარჩევნო კამპანიის დროს მოვისმინეთ პროტექციონიზმის ელემენტები, სამწუხარო სიტყვები ქალებთან, უმცირესობებთან დაკავშირებით, მაგრამ საარჩევნო კამპანიები განსხვავდება რეალური პოლიტიკისგან და ველი, რომ რაციონალურ თანამშრომლობას დავუბრუნდებით,"- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა. 

დღის ამბები