07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ობამამ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სადაც ნათქვამია, რომ ობამა ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ობამამ ტრამპს ხელისუფლების გადაბარების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეთრ სახლში შეხვედრა 10 ნოემბერს შედგება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარი ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონს შორისაც შედგა.

ბარაკ ობამა დღის ბოლოს თანამოქალაქეებს მიმართავს. 

დღის ამბები