07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
დონალდ ტრამპი მილოცვებს იღებს ევროპელი ლიდერებისგან

დონალდ ტრამპი მილოცვებს იღებს - შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა ბრიუსელში, ბერლინსა და სხვა დედაქალაქებში.  

გამარჯვებას ულოცავს ტრამპს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მან ამერიკის ახალ პრეზიდენტთს თანამშრომლობა შესთავაზა. 

„ბევრი თქვენგანის მსგავსად, მღელვარებით ვადევნებდი თვალს ამერიკის არჩევნების შედეგებს. ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია, დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გერმანიას და შეერთებულ შტატებს აერთიანებს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანთა პატივისცემა მათი კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამ ღირებულებების საფუძველზე ვთავაზობ შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თანამშრომლობას,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გამარჯვება მიულოცა ახლადარჩეულ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს საფრანგეთის ლიდერმაც. ფრანსუა ოლანდმა შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს. ამერიკული არჩევნებით იწყება გაურკვევლობის პერიოდი. შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია საფრანგეთისთვის. დღეს გამოწვევის წინაშეა მშვიდობა, ტერორიზმთან ბრძოლა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ეკონომიკური ურთიერთობები და ჩვენი პლანეტის დაცვა. ყველა ამ საკითხზე დაფიქრების გარეშე ჩავერთვები ახალ ადმინისტრაციასთან დისკუსიაში. ამას გავაკეთებ სიფრთხილით და წრფელი გულით,“ - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

დღის ამბები