07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
პუტინს იმედი აქვს, რომ აშშ-სთან ერთობლივ მუშაობას შეძლებს ურთიერთობის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად

დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას რუსეთის პრეზიდენტი ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. რუსეთის ლიდერს იმედი აქვს, რომ მხარეები ერთობლივ მუშაობას შეძლებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხებისა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად.

„მინდა ამერიკელ ხალხს მივულოცო საარჩევნო პერიოდის დასრულება. დონალდ ტრამპს კი არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ მოვისმინეთ კამპანიის დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის აღდგენის შესახებ. გვესმის, რომ ეს მარტივი გზა არ იქნება თუ გავითვალისწინებთ რა დაბალ დონეზეა ახლა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა. ეს ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ რუსეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს რომ ეს ურთიერთობა განვითარების სტაბილურ კურსს დაუბრუნდეს. ეს კარგი იქნება რუსი და ამერიკელი ხალხისთვის და პოზიტიურ გავლენას მოახდენს მსოფლიო ურთიერთობების კლიმატზეც,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები