07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ქართველი ექსპერტი აშშ-სთან სამხედრო და უსაფრთხოების პროგრამებში გააქტიურებას ელოდება

ალექსანდრე რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ნოდარ ხარშილაძე აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის გამარჯვებას აფასებს და აცხადებს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში გაცილებით აქტიური პოლიტიკაა მოსალოდნელი, ვიდრე ეს იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.

„ალბათ უფრო სამხედრო და უსაფრთხოების პროგრამებში გააქტიურებას უნდა ველოდოთ საქართველოს და ამ რეგიონის მიმართ,“ - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.

აქვე, ხარშილაძე ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი ინანებს ტრამპის მიმართ საკუთარ მხარდაჭერას.

„ტრამპი გახდება რუსეთისთვის ყველაზე ნეგატიური შესაძლო პრეზიდენტი, ვინც კი შეიძლებოდა დღეს ყოფილიყო. ჰილარი იყო პროგნოზირებადი, რომ ის იქნებოდა რაციონალურად მკაცრი, ტრამპი კი არაფერს არ დაუთმობს პუტინს და ტყუილად აქვს რუსეთს ილუზიები. მემგონი ვთანხმდებით, რომ ტრამპი დამთმობ ადამიანს ნამდვილად არ ჰგავს. ის არანაირად არ დათმობს ამერიკის სტრატეგიის ინტერესებს,“ - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.

დღის ამბები