07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია - შოკირებული მკვლევარები და გაოცებული ამერიკული მედია

შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ამერიკის ისტორიულ არჩევნებს ექსტრაორდინალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკელმა ხალხმა ხმა ცვლილებებს მისცა.

ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის არსებული მცირედი განსხვავების მიუხედავად, ტრამპის ტრიუმფი მოულოდნელი აღმოჩნდა, პოლიტიკური და ანალიტიკური წრეებისთვის. თუმცა, სპეციალისტებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს მიმართ ის სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის. 

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები კი, რომლებსაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება აქვთ, ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი, არა მხოლოდ ის არის, ვინ გახდა თეთრი სახლის მასპინძელი, არამედ დაწყებული იყო თუ არა ტრამპის გარემოცვასთან მოლაპარაკებები და რა პოლიტიკა ექნება ოფიციალურ თბილისს შეერთებული შტატების მიმართ.

მილიარდერი ტრამპის გამარჯვება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა თავად ამერიკელი მკვლევარებისთვისაც. საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილების გამო, გაოცებას ვერ მალავდა დღეს დილიდან ამერიკული მედია.

რა მოხდა არჩვენების დღეს - ჩვენთვის უცნობი ქვეყანა - ამ სათაურით გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია The New York Times-მა. ავტორიტეტული გამოცემა წერს, რომ 8 ნოემბერმა აჩვენა, რომ ამერიკულმა ელექტორატმა აირჩია კანდიდატი, რომელიც სრულიად შეუფერებელია მაღალი თანამდებობისთვის.

საკმაოდ კრიტიკულია Washington Post-იც, ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტია - ცნობა მათ ერთ-ერთმა პირველებმა გამოაქვეყნეს და იქვე განმარტეს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თუ ამ სიტყვებს ოდესმე დაწერდნენ. დონალდ ტამპის გამარჯვებას კი ფრანგულმა ლიბერასიონმა ტრამპოკალიფსი უწოდა.

ავტორი: ნათია გოგსაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები