07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
პრეზიდენტი, ბიზნესმენი, ტელეწამყვანი - 70 წლის დონალდ ტრამპის ბიოგრაფია

ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 45-ე პრეზიდენტის ვინაობა დღეს გახდა ცნობილი. დონალდ ტრამპი 20 იანვრიდან დაიკავებს ოვალურ კაბინეტს და 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას. ტრამპი 70 წლისაა და ის ნიუ იორკში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი. 

ტრამპის ბიოგრაფია ძირითადად ბიზნესს უკავშირდება და ამ ბიოგრაფიაში საქართველოსაც უკავია გარკვეული ადგილი.

4 წლის წინ დონალდ ტრამპი პირადად იმყოფებოდა საქართველოში. დაათვალიერა თბილისი და ბათუმი, სადაც საკუთარი პროექტების განხორციელებას გეგმავდა.

სწორედ ბათუმში უნდა აშენებულიყო ტრამპ თაუერი. უძრავი ქონების მაგნატს მედიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს და მისი ერთ-ერთი პროექტის ანალოგი საქართველოში პირველად სწორედ რუსთავი 2-მა გააკეთა.

ავტორი ეკა გაგუა

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები