07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
"დონალდ ტრამპი იქნება ჩვენი პრეზიდენტი"- ჰილარი კლინტონი

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ჰილარი კლინტონი ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ პირველად გამოჩნდა. კლინტონი მოუწოდებს მხარდაჭერებს დაიცვან კონსტიტუცია და მიიღონ შედეგები, რომლითაც ის დამარცხდა. 

“ვიცი, რამდენად იმედგაცრუებულად გრძნობთ თავს, მეც ასე ვარ. ეს მტკივნეულია და ეს ტკივილი დიდი ხანი გაგრძელდება. ჩვენი კამპანია არ ეხებოდა ერთ პიროვნებას და ერთ არჩევნებს, ის ეხეობოდა მთელ ქვეყანას, რომელიც გვიყვარს. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ერი უფრო მეტად არის დაყოფილი. ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები. დონალდ ტრამპი იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ჩვენი კონსტიტუცია და დემოკრატია უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას," - განაცხადა ჰილარი კლინდონმა. 

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჟურნალისტებთან მეუღლესთან, ბილ კლინტონთან ერთად გამოჩნდა. 

დღის ამბები