07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
სოთბის აუქციონზე იშვიათი ცისფერი ბრილიანტი გაიყიდება

სოთბის აუქციონზე იშვიათი ცისფერი ბრილიანტი გაიყიდება. მისი საწყისი ფასი
15 მილიონიდან 25 მილიონ დოლარამდეა. ძვირფასი ქვა 8 კარატს იწონის და კომპანია კარტიეს მიერ დამზადებულ ბეჭედშია ჩასმული. ვაჭრობა ჟენევაში 16 ნოემბერს გაიმართება.

კიდევ ერთი ძვირფასი ლოტი, რომელიც აუქციონზეა გატანილი, რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის კუთვნილი ბრილიანტის ყელსაბამია. ის თავდაპირველად გასული საუკუნის 20-იან წლებში, ლონდონში გაიყიდა.

დღის ამბები