07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
"შეიძლებოდა ერთადერთი ქვეყანა ვყოფილიყავით, სადაც იქნებოდა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ნულიდან აშენებული ინვესტიცია" - მიხეილ სააკაშვილი

ამერიკის მილიარდერი პრეზიდენტის ბიოგრაფია ძირითადად ბიზნესს უკავშირდება და ამ ბიოგრაფიაში საქართველოსაც უკავია გარკვეული ადგილი. 4 წლის წინ დონალდ ტრამპი პირადად იმყოფებოდა საქართველოში და თბილისი და ბათუმი დაათვალიერა, სადაც საკუთარი პროექტების განხორციელებას გეგმავდა.

დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხსენებს და ამბობს, რომ ტრამპმა საქართველოში ვიზიტის შედეგად მიღებული დადებითი შთაბეჭდილებები არა ერთი ამერიკული არხის მეშვეობით გააჟღერა.

„რამდენიმე თვის წინ, მე დავწერე ჩემს წიგნში, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გაიმარჯვებდა ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპი არის ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი. მას ვიცნობ 20 წელიწადზე მეტია. ეს აღმშენებლობის პერიოდი, რომელიც ახლა გაქვთო, ძალიან მოკლე ვადიანია ყოველთვისო და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება, სანამ გრძელდებაო. გეგონება, მართლა ზუსტად გამოიცნო, რამდენიმე თვეში ეს აღმშენებლობა დასრულდა.

"როდესაც პრეზიდენტობიდან წავედი, ნიუ იორკში ჩავედი და დამირეკა თუ არ ვცდები 2 კვირაში და თავისთან დამპატიჟა და რომ შევხვდით, მითხრა, რომ ალბათ სხვა პრეზიდენტები აღარ გირეკავენო და ხომ ხედავ მე შენ მეგობრად დავრჩი და რომ გავხდები პრეზიდენტი, მაშინაც დაგირეკავო.

"ერთი რაღაცაა, რომ აშენებდა ეს კაცი ამხელა ინვესტიციას ბათუმში. ეს ყველაფერი გააჩერეს და გამოაცხადეს ტრამპი საერთაშორისო აფერისტად? ჩვენ შეიძლებოდა ერთადერთი ქვეყანა ვყოფილიყავით, სადაც იქნებოდა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირი, ნულიდან აშენებული ინვესტიცია.

"ჩვენ ქებაში იყო ყველა არხზე. ძალიან ბევრჯერ, თვითონ მოუყოლია ამერიკის სხვადასხვა არხებზე და ჟურნალისტებისთვის, საქართველოს მიღწევების შესახებ. პრაქტიკულად, ასეთი ენთუზიაზმით არცერთ ამერიკელს საქართველოზე არასდროს ულაპარაკია“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები