07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
პროტესტი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - აშშ-ს რამდენიმე ქალაქი აქციებმა მოიცვა

ათასობით ადამიანი ამ წუთებში ნიუ-იორკში Trump Tower-თან არის შეკრებილი. შეძახილებითა და ბანერებით ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციები იმართება ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და სხვა ქალაქებშიც.

შედეგების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების ფონზე, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი მიიჩნევს, რომ არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა ამერიკელი ხალხის უარყოფითი ემოციებისა და მისწრაფებების გაჟღერებით შეძლო.

“ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო რომ დონალდ ტრამპი აჟღერებდა ამერიკელი ხალხის უკმაყოფილებასა და მისწრაფებებს, ისე როგორც ეს არავის გაუკეთებია რეიგანის შემდეგ. არჩევნების შედეგმაც იგივე დაადასტურა. ამერიკელმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერები და უფრო აყვავებულები,“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ.

დონალდ ტრამპს დღეს თეთრ სახლში ბარაკ ობამა ელოდება. პრეს-მდივნის, ჯოშ ერნესტის თქმით, ობამა მას ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ გაესაუბრება.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე რომ შეერთებულ შტატებს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია რომლის მიხევდითაც ხელისუფლებაში მყოფები, სასამართლო სისტემას პოლიტიკური შურისძიებისთვის არ იყენებს,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნსტმა.

არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს ახალი ზელანდიიდან მოულოცა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

„ჩვენ გვაქვს ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტრუქციულად გადაცემის ხანგრძლივი ისტორია,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

ხელისუფლებაში არიან ისეთებიც ვინც არჩევნების შედეგების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ. ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაისომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის შედეგით იმედგაცრუებულია და ისევ ჰილარი კლინტონის ერთგული მხარდამჭერად რჩება.

„ჩვენ გვაქვს ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტრუქციულად გადაცემის ხანგრძლივი ისტორია,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

დღის ამბები