07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას ულოცავენ, უბრალო მოქალაქეები კი მის რასისტულ გამონათქვამებს აპროტესტებენ

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყების და მთავრობის ხელმძღვანელები დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ. ევროკომისიის პრეზიდნეტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ტრანს ატლანტიკური თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს მეზობელი კანადაც. პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდეომ პირობა დადო, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობები ისევ მჭიდრო იქნება.

დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს დიდი ბრიტანეთიც. საგარეო საქმეთა მდივნის, ბორის ჯონსონის თქმით, ვაშინგტონთან საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.

ხელისუფლებისგან განსხვავებით რიგითი მოქალაქეები დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ ლონდონში ამერიკის საელჩოსთან ტრამპის რასისტული გამონათქვამების გამო აქციაც გამართეს.

დღის ამბები