07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
"ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამერიკასთან ურთიერთობები დარჩეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანა,“ - სერგი კაპანაძე

ქართველი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვაშინგტონი თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან ურთიერთობას არ შეცვლის და ის ისეთივე აქტუალური იქნება.

მმართველ გუნდში ხაზგასმით ამბობენ, რომ ისინი ინტენსიურად აპირებენ მუშაობას, რათა ამერიკის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა წინა პლანზე იყოს.

„საქართველოს მიმართ ამერიკის ურთიერთობა და ამერიკის პოლიტიკა არ შეიცვლება. ჩვენი მოლოდინი არის, რომ დარჩება მინიმუმ იგივე მოცემულობაში, რა მოცემულობაც მანამდე გვქონდა. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობაშიც და ახალ შესაძლებლობებზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს.

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი ჩვენი ხელისუფლების შესაძლებლობებისადმი, ნებისმიერ საკითხში, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ საკითხში. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამერიკასთან ურთიერთობები დარჩეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპტიმისტურად არიან განწყობილი რესპუბლიკელები.

„არ მეშინია იმის, რომ ტრაპის შემთხვევაში, რაღაც განსაკუთრებული დათბობა მოხდება რუსეთთან, რაც დააზიანებს მეზობელი ქვეყნები ინტერესებს, პირიქით მგონია,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. 

დღის ამბები