07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით ქვეყნის არმიამ მასობრივი სამარხი აღმოაჩინა

ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით ქვეყნის არმიამ მასობრივი სამარხი აღმოაჩინა, სადაც 150-მდე ცხედარია. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც გასულ თვეში ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის უსაფრთხოების ძალების 50 ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯა.

ტერორისტებმა ტყვედ სულ 150 სამხედრო აიყვანეს - მათ ნაწილს ცოცხალ ფარად იყენებდნენ. ერაყის ქალაქ მოსულში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლები ისევ გრძელდება. ტერორისტების დიდი ნაწილი უკვე მოკლული ან გაქცეულია.

დღის ამბები