07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
წყალდიდობა ალბანეთში - სტიქიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ალბანეთში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ავტომანქანები გაიტაცა და სახლები დააზიანა. ტირანას რეგიონიდან 150 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

უამინდობა ცენტრალურიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ინაცვლებს. დამანგრეველი შედეგების მიუხედავად ექსპერტები მომხდარში დადებით მხარეებსაც ხედავენ და ამბობენ, რომ წყლის დონის მატება მდინარე დრინზე განლაგებულ ჰიდრო-ელექტრო სადგურებს მეტი ენერგიით მოამარაგებს.

დღის ამბები