07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
"შეერთებული შტატები ტრამპისა და ფაშისტების გარეშე," - აშშ-ს რამდენიმე ქალაქში აქციებია

"შეერთებული შტატები ტრამპისა და ფაშისტების გარეშე", "ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი არ არის" - ამ შეძახილებით სპონტანურ აქციებს შეერთებულ შტატებში ათასობით ადამიანი შეუერთდა. ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია ნიუ-იორკში, Trump Tower -თან გაიმართა. მანჰეტენის ცენტრში შეკრებილები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციის დაწყებამდე  Trump Tower-თან დაცვა გააძლიერეს. ათასობით ნიუ-იორკელის მსგავსად, არჩევნების შედეგით იმედგაცრუებული დარჩა ქალაქის მერიც.

ერთიანობის შესახებ ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის მოწოდებების მიუხედავად, უკმაყოფილო ამომრჩეველი ქვეყნის ათობით ქალაქში მაინც გამოვიდა. ასობით მომიტინგე არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების გასაპროტესტებლად თეთრ სახლთანაც შეიკრიბა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში დღის მეორე ნახევარში ქვეყნის არჩეულ, რიგით 45-ე ლიდერსაც ელოდებიან. ბარაკ ობამა დონალდ ტრამპთან ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

პირისპირ მოლაპარაკებამდე ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება საგანგებო ბრიფინგზე მიულოცა და წარმატებულ მუშაობაში დახმარებას დაჰპირდა.

ავტორი: ნინო დვალიშვილი. 

დღის ამბები