07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
რუსეთის უშიშროების სამსახური ირწმუნება, რომ ყირიმში სამი უკრაინელი დივერსანტი დააკავეს

რუსეთის უშიშროების სამსახური ირწმუნება, რომ ყირიმში სამი უკრაინელი დივერსანტი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ისინი ნახევარკუნძულზე თავდასხმების მოწყობას აპირებდნენ.

კონკრეტული სამიზნეები კი სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. სპეცოპერაცია სევასტოპოლში ჩატარდა. დაკავებულებს ჩხრეკისას ასაფეთქებელ მოწყობილობებთან ერთად, ობიექტების რუკები აღმოაჩნდათ.

დაკავების ფაქტს გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახური ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ყირიმსა და სევასტოპოლში უკრაინელი სამხედროები არ არიან.

დღის ამბები