07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ორ საათში თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს ელოდებიან

ორ საათში თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს ელოდებიან. შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის სტატუსით ის რეზიდენციას პირველად ეწვევა. მოქმედი სახელმწიფო მეთაური ქვეყნის მომავალ ლიდერს ადმინისტრაციის პოლიტიკას გააცნობს და ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება. ამერიკელთა ნაწილი არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას ეწინააღმდეგება. ყველაზე მასშტაბური აქციები ნიუ იორკში, ტრამპ თაუერთან და კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში გაიმართა.

ათასობით დემონსტრანტმა ოკლენდში გზები გადაკეტა, შენობები დაარბია და სანაგვე ურნები დაწვა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ნიუ იორკში კი პოლიციამ აქციის 15 მონაწილეც დააკავა.

დღის ამბები