07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
რუსეთის ავიამზიდის თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცეში გამოჩდნენ

რუსეთის ავიამზიდის ადმირალ კუზნეცოვის თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცეში გამოჩდნენ. პენტაგონის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენებს ახორციელებენ.

შეერთებული შტატებში ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ალეპოს რეგიონში საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რაშიც შესაძლოა, რუსული კრეისერის ავიაციაც ჩაერთოს.

სამხედრო ხომალდები, რომლის შემადგენლობაშიც ადმირალ კუზნეცოვთან ერთად, რუსული ატომური სარაკეტო კრეისერიც შედის, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში რამდენიმე დღეა იმყოფებიან.  

დღის ამბები