07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 70 დღეში შეუდგება

პირველად თეთრ სახლში ახლადარჩეული პრეზიდენტის რანგში. უკვე ერთი საათია დონალდ ტრამპს ბარაკ ობამა მასპინძლობს. მომავალი და მოქმედი პრეზიდენტები ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადმინისტრაციის გადაბარების პროცესის დეტალებს განიხილავენ, რომელიც 10 კვირას გაგრძელდება.

ტრამპი თეთრი სახლის მთავარი ფიგურა 20 იანვარს გახდება. მანამდე, მას დროს აქვს საკუთარი კაბინეტი სრულად დააკომლექტოს.

არჩვენების მეორე დღეს ამერიკა მღელვარების ტალღამ მოიცვა. სხვადსხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, თუმცა ყველაზე მასშტაბური გამოსვლა ნიუ იორკშია, ტრამპ თაუერთან, სადაც უსაფრთხოების მიზნით დაცვაა გაძლიერებული.

მოსახლეობის ნაწილი ტრამპის გაპრეზიდენტებას აპროტესტებს. აქციები ერთდროულად ქვეყნის 25 დიდ ქალაქში გაიმართა.

მეორე დღეა დონალდ ტრამპის გამარჯვება საუბრის მთავარი თემაა ევროპაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ არჩეულ პრეზიდენტს ლიდერებმა გამარჯვება მიულოცეს, მას პორტირებისთვის ახალი ადმინისტრაციის სამუშაო სტრატეგიის დაზუსტებაც ურჩიეს.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 70 დღეში შეუდგება. მანამდე, მან მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

ავტორი: დავით ნიკურაძე. თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები