07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
თეთრ სახლში ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის პირველმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა

თეთრ სახლში ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის პირველმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. საათნახევრიანი საუბრის დროს მათ ხელისუფლების გადაცემის საორგანიზაციო საკითხებს, შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ორივემ კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრით. ბარაკ ობამამ, განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილებისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთად მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"მე და ბატონმა ტრამპმა სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის თეთრ სახლში საორგანიზაციო საკითხებზე, საგარეო და შიდა პოლიტიკაზე. ჩემი ნომერი პირველი პრიორიტეტი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, იქნება ხელისუფლების გადაცემის უზრუნველყოფა. ბატონმა ტრამპმა ასევე სურვილი გამოთქვა იმუშაოს ჩემ გუნდთან ერთად, მთელ რიგ საკითხებზე, რაც ჩვენ ქვეყანას ეხება. მიუხედავად პარტიისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა, რათა გავუმკლავდეთ გამოწვევებს," - განაცხადა ბარაკ ობამამ.

მომავალი თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა ამერკის 45-ე პრეზიდენტმა. 

"დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ფაქტობრივად ახლა ვიცნობთ ერთმანეთს, რადგან მანამდე არასდროს შევხვედრილვართ. მე დიდ პატივს გცემთ. ჩვენ შევეხეთ სხვა და სხვა სიტუაციებს, არაჩვეულებრივს და ზოგს რთულსაც. მე ვაპირებ მომავალშიც მქონდეს კონტაქტი ბატონ პრეზიდენტთან და მივიღო რჩევები. მან მიამბო იმ სირთულეებსა და დიდ მიღწევებზე, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა. ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან ყოფნა დიდი პატივი იყო და მოუთმენლად ველი კიდევ ბევრ შეხვედრას მომავალში," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პარალელურად, მიშელ ობამამ თეთრი სახლი დაათვარიელებინა მელანია ტრამპს.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი სენატსაც ეწვია, სადაც უმრავლესობის ლიდერს, მიჩ მაკკონელს შეხვდა. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თავისი პოლიტიკის სამ საკვანძო საკითხზე: მიგრაციაზე, ჯანდაცვასა და სამუშაო ადგილებზე.

დღის ამბები