07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
თეთრ სახლში ტრამპის სტუმრობა, ვაშინგტონში მისი საწინააღმდეგო აქციის ფონზე მიმდინარეობდა

თეთრ სახლში ტრამპის სტუმრობა, ვაშინგტონში მისი საწინააღმდეგო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საპროტესტო გამოსვლები ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და მოქალაქეები ამ წუთებშიც არიან ვაშინგტონში შეკრებილები.

დედაქალაქის გარდა, ათასობით ადამიანი გამოვიდა ნიუ იორკის, ლოს ანჯელესის, ბოსტონის, სან ფრანცისკოს და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში. თავად ტრამპის შტაბიდან აქციებს ჯერ არავინ გამოხმაურებია.

ნიუ იორკის ყოფილმა მერმა რუდოლფ ჯულიანიმ კი, რომელიც ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, აქციის მონაწილეებს მტირალა ბავშვების ჯგუფი უწოდა. მისგან განსხვავებით, ნიუ იორკის მოქმედი მერი ერთ-ერთია, ვინც ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის.

ბილ დე ბლასიომ პირობა დადო, რომ დასაქმებულებს, რომლებსაც საბუთები არ აქვთ და მუსლიმ ამერიკელებს, ტრამპის პოლიტიკისგან დაიცავს.

დღის ამბები