07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ამერიკის დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა - 30-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

ვაშინგტონის გარდა, ათასობით ადამიანი გამოვიდა ნიუ იორკის, ბოსტონის, სან ფრანცისკოსა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში. არეულობა მოყვა დემონსტრაციებს პორტლენდსა და ოქლენდში, სადაც მომიტინგეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.

მათ შეჩერებას პოლიცია შეეცადა, რასაც შეტაკება მოყვა. დაშავდა 3 ოფიცერი. 30-ზე მეტი მომიტინგე კი დააკავეს.

არჩეული პრეზიდენტი აქციებს Twitter-ის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა მის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს მედიის მიერ ინიცირებული და უსამართლო უწოდა.

დღის ამბები