07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა გერმანიის საკონსულოსთან თავი აიფეთქა

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას გერმანიის დიპლომატიურ კორპუსზე ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა გერმანიის საკონსულოსთან ქალაქ მაზარი-შარიფში აიფეთქა თავი. მოგვიანებით კი ტერორისტებმა საკონსულოს დაცვის სამსახურს გაუხსნეს ცეცხლი.

დაღუპულია 4 ადამიანი, ასამდე კი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაშავებულებს შორის საკონსულოს თანამშრომლები არ არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შური იძიეს პროვინცია კუნდუზში ნატოს ძალების მიერ განხორციელებულ იერიშზე, რომელსაც 30 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები