07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
პენტაგონი სირიაში "ჯებხატ ან ნუსრას" ლიდერების ლიკვიდაციის ოპერაციას იწყებს

პენტაგონი სირიაში ჯებხატ ან ნუსრას ლიდერების ლიკვიდაციის ოპერაციას იწყებს. The Washington Post-ის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება თავდაცვის უწყებამ ბარაკ ობამასგან მიიღო. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ევროპის სამხრეთ რეგიონებში ტერაქტების აღსაკვეთად მიიღო.

The Washington Post-ის ინფორმაციით, გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ ტერიტორიას, რომელსაც ჯებხატ ან ნუსრა აკონტროლებს, დაჯგუფება ევროპის სამხრეთში ტერაქტების მომზადებისთვის ერთგვარ ბაზად გამოიყენებს.

გამოცემის ცნობით, პენტაგონი ტერორისტების პოზიციების განადგურებისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებს.

დღის ამბები