07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
82 წლის ასაკში ლეგენდარული მომღერალი ლეონარდ კოენი გარდაიცვალა

ლოს ანჯელესში 82 წლის ასაკში ლეონარდ კოენი გარდაიცვალა. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ, მისი facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა რა გახდა მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

ლეგენდარული მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი 1934 წელს მონრეალში დაიბადა და სტუდენტობის დროს, რამდენიმე რომანი და ლექსების კრებული გამოსცა. მუსიკალური კარიერა კი 60-იან წლებში დაიწყო.

კოენის ბოლო რიგით მე-14 მუსიკალური ალბომი ერთი თვის წინ გამოვიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტორი მძიმედ ავადმყოფობდა. ოჯახის წევრების ცნობით, ლეონარდ კოენს ლოს ანჯელესში დაკრძალავენ.

დღის ამბები