07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში სკანდალის მიზეზი გახდა

აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო საპროტესტო აქციები არ წყდება. რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

საპროტესტო აქციით დახვდნენ არჩეულ პრეზიდენტს ვაშინგტონშიც, სადაც გამარჯვებული კანდიდატი ოფიციალურ შეხვედრებზე გამარჯვებიდან მეორე დღეს ჩავიდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს. დონალდ ტრამპი დემონსტრაციებს ტვიტერით გამოეხმაურა,  აქციების პროვოცირებაში მედია დაადანაშაულა და შექმნილ ვითარებას უსამართლო უწოდა.

დონალდ ტრამპმა ოფიციალური პროტოკოლი არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღესვე დაარღვია. ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში მგზავრობისას არჩეულმა პრეზიდენტმა ბორტზე არ აიყვანა არცერთი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი.

ობამას პოლიტიკის კრიტიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას გუნდთან თანამშრომლობას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებები არჩეულმა და მოქმედმა პრეზიდენტებმა საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები