07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
დონალდ ტრამპის გარდამავალი მთავრობის შემადგენლობის ნაწილი ცნობილია

უკვე ცნობილია დონალდ ტრამპის გარდამავალი მთავრობის შემადგენლობის ნაწილიც. მათ შორის ვინ დააკომპლექტებს თავდაცვისა და სააგარეო უწყებებს. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უკვე დაასახელა მისი გუნდის ის წევრები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციისგან გადაიბარებენ ქვეყნის მნიშვნელოვან მიმართულებებს.

თავდაცვის გუნდში პირველ კანდიდატად სახელდება გენერალი კეიტ კელოგი, მეორე მირა რიკარდელი, ხოლო საგარეო გუნდის სათავეში ამ ეტაპზე სახელდება ჯეიმს კარაფანო.

აღნიშნულ ინფორმაციას აფასებენ ქართველი ექსპერტები.

“ამ ეტაპზე ზომიერი ოპტიმიზმით შეგვიძლია შევხვდეთ იმ ფაქტს, რომ საკმაოდ ნაცნობი და კარგი ადამიანებით კომპლექტდება მისი გუნდი,“ - განაცხადა ალექსანდრე რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარმა ნოდარ ხარშილაძემ.

ავტორი: ნათია გოგსაძე.

დღის ამბები