07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ბრედ პიტი კამერების წინ გამოჩნდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავი კამერების წინ გამოჩნდა. ბრედ პიტი ახალი ფილმის მოკავშირეების პრემიერაზე ლოს-ანჟელესში მარიონ კოტიართან და რეჟისროთან რობერტ სემეკისთან ერთად მივიდა.

ოსკაროსანმა რეჟისორმა რობერტ ზემეკისმა მოკავშირები სტივენ ნაითის რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით დაწერილი სცენარის მიხედვით გადაიღო.

ლოს-ანჟელესის შემდეგ მოკავშირეების პრემიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

ავტორი: სალომე ბენაშვილი.

დღის ამბები