07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ტრამპს პუტინთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი

დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უოლ სთრით ჯორნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კომუნიკაციის კონკრეტული თარიღი ტრამპს არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის ლიდერისგან შესანიშნავი წერილი მიიღო.

გამოცემასთან საუბრის დროს ტრმპმა ისიც განაცხადა, რომ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ მისი სამედიცინო რეფორმის სრულად გაუქმება გადაიფიქრა.

ამ დროისთვის ახლადარჩეული პრეზიდენტი ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადის. გარდამავალი შტაბის ხელმძღვანელად ტრამპმა ქვეყნის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დანიშნა. 

დღის ამბები