07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ამერიკელები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას მესმე დღეა, აპროტესტებენ

უკვე მესამე ღამეა, შეერთებულ შტატების დიდ ქალაქებში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი არჩევნებში მილიარდერი ბიზნესმენის გამარჯვებას აპროტესტებს.

აქცია პორტლენდში არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრში გზები გადაკეტეს და სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთები დაუშინეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაკავებულებიც.

საპროტესტო აქციებს ტვიტერის ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. თუმცა, ამჯერად, კრიტიკის ნაცვლად, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დემონსტრანტები შეაქო და დაწერა, რომ ისინი ერთად იამაყებენ. 

დღის ამბები