07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ჩვენ უნდა ვასწავლოთ არჩეულ პრეზიდენტს, რას წარმოადგენს ევროპა სინამდვილეში - ჟან-კლოდ იუნკერი

მორიგი კრიტიკული განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპის მიმართ ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ლუქსემბურგში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ჯან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად ტრამპის არჩევა რისკის ქვეშ აყენებს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობას.

"საარჩევნო კამპანიის დროს ბატონმა ტრამპმა განაცხადა, რომ ბელგია პატარა სოფელია ევროპაში, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება. ასე რომ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ არჩეულ პრეზიდენტს, რას წარმოადგენს ევროპა სინამდვილეში და როგორ მუშაობს ის. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრანსატლანტიკური ალიანსი, რაც საკმაოდ საზიანოა, რადგან ამ გზით მან ეჭქვეშ დააყენა ევროპის თავდაცვის მოდელი. ვფიქრობ, ორ წელს დავხარჯავთ, ვიდრე ბატონ ტრამპი გაიცნობს მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელსაც არ იცნობს," - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

დღის ამბები