07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში ბრექსიტის კამპანიის ლიდერთან შეხვედრა გამართა

პირველი შეხვედრა უცხოელ პოლიტიკოსთან პრეზიდენტად არჩევნის შემდეგ - დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში ბრექსიტის კამპანიის ლიდერს, ნაიჯელ ფარაჯს უმასპინძლა. შეხვედრა ტრამპ-ტაუერში გაიმართა.

ნაიჯელ ფარაჟმა სასტუმროსთან შეკრებილ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შენობაში ტურისტის რანგში იმყოფება, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპის პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ არჩეულ პრეზიდეტსა და ბრიტანელ პოლიტიკოსს შორის შეხვედრა გაიმართა და მოლაპარაკება საკმაოდ პროდუქტიული იყო.

ნაიჯელ ფარაჯმა შეხვედრა ტვიტერში შეაფასა და აღნიშნა, რომ ტრამპმა საკმაოდ ბევრი საინტერესო იდეა გამოთქვა რაც მოწმობს, რომ ის კარგი პრეზიდენტი იქნება.

დღის ამბები