07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება - სამართალდამცველებმა ტრამპ-თაუერში შეჭრის მცდელობაზე რამდენიმე პირი დააკავა

დონალდ ტრამპის შეხვედრა ბრიტანელ პოლიტიკოსთან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ტრამპ-თაუერთან ათასობით მომიტინგე შეიკრიბა და ამერიკელი მილიარდერის პრეზიდენტად არჩევას გააპროტესტა.

დემონსტრანტებმა მანჰეტენზე მშვიდობიანი მსვლელობაც გამართეს, თუმცა პოლიციამ ტრამპ -თაუერში შეჭრის მცდელობისას რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

ტრამპის მოწინააღმდეგეთა აქციები შეერთებული შტატების სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება. მასშტაბური მშვიდობიანი მსვლელობები ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ფრესნოსა და ვაშინგტონში მიმდინარეობს. ტრამპის მოწინააღმდეგეებმა თეთრ სახლთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.

დღის ამბები