07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ჰილარი კლინტონი საკუთარ მარცხში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს ადანაშაულებს

ჰილარი კლინტონმა საკუთარ მარცხში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი დაადანაშაულა. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ეს განცხადება დემოკრატების კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის სპონსორებთან საუბრისას გააკეთა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ჯეიმს კომის წერილმა იმეილების საქმის განახლების შესახებ, უსაფუძვლო რყევები გამოიწვია, რომლებმაც კამპანიაზე სერიოზული გავლენა იქონია. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ჰილარი კლინტონი ტელეკამერების წინაშე ბოლო რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა. გვიან ღამით, ის ჟურნალისტებმა ბრუკლინში ნახეს, სადაც დემოკრატი კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მივიდა.

დღის ამბები