07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
რუსეთის სპეცსამსახურებმა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მასშტაბური ტერაქტები აღკვეთეს

რუსეთის სპეცსამსახურებმა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მასშტაბური ტერაქტები აღკვეთეს. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ქალაქში ისლამური სახლემწიფოს წევრები დააკავეს და შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებენ.

ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი სანქტ-პეტერბურგში აიყვანეს, სამი კი მოსკოვში. ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან და ოპერაციის ჩატარებაში რუს ძალოვანებს ყირგიზი და ტაჯიკი კოლეგები დაეხმარნენ.

დაკავებისას ეჭვმიტანილებს დიდი რაოდენობით იარაღი და 4 თვითნაკეთი ბომბი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველების ვერსიით, დაკავებულები ტერაქტების მოწყობას მასობრივი თავშეყრის ადგილებში გეგმავდნენ. მათი სამიზნე შესაძლოა სავაჭრო ცენტრები გამხდარიყო.

დღის ამბები