07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ISIS-ის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ

ადამიანის უფლებათა დამცველები ISIS-ის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. დამკვირვებლების ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების მტკიცებულებები მოსულის მახლობლად მდებარე ქალაქ ქაიარაში აღმოაჩინეს.

მოსახლეობის ინფორმაციით, ქიმიური იარაღის შემცველი ჭურვებით ISIS-იმ ქალაქი ბოლო სამი თვის განმავლობაში 4-ჯერ დაბომბა, ბოლო ორი ქიმიური შეტევა კი მას შემდეგ განახორციელა, რაც ერაყის არმიამ საერთაშორისო კოალიციის დახმარებით მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.

სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, არმიამ მოსულის კიდევ რამდენიმე რაიონზე აღადგინა კონტროლი. ინტენსიური ბრძოლების შედეგად რამდენიმე ტერორისტი ლიკვიდირებულია.

დღის ამბები