07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ერთი წელი თავდასხმიდან - პარიზის საკონცერტო დარბაზი სტინგის კონცერტით გაიხსნა

ისლამური სახელმწიფოს თავდასხმიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ პარიზის საკონცერტო დარბაზმა მუშაობა განაახლა. ბატაკლანის კლუბი, რომელიც გასული წლის 13 ნოემბერს ISIS-ის თავდასხმის მთავარი სამიზნე გახდა, სტინგის კონცერტით გაიხსნა.

საქველმოქმედო შოუს დაწყებამდე, ლეგენდარულმა მუსიკოსმა წუთიერი დუმილი გამოაცხადა და 13 ნოემბერს გარდაცვლილებს მიაგო პატივი. მისი განცხადებით კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ტერაქტების შედეგად დაზარალებულთა რეაბილიტაციის ფონდებში გადაირიცხება.

დღის ამბები