07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობისთვის პირველ ტურში გამარჯვებული ორი კანდიდატი იბრძვის - პრორუსული ძალების წარმომადგენელი - იგორ დოდონი და პროევროპული კურსის მომხრე მაია სანდუ. პირველ ტურში დოდონმა კონკურენტზე 10 პროცენტით მეტი ხმა დააგროვა, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ელექტორატის 60 პროცენტიანი აქტივობის შემთხვევაში, პროევროპელ პოლიტიკოსს გამარჯვების მაღალი შანსი აქვს.

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობის აქტივობა დაბალია.

დღის ამბები