07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ტერაქტების დროს დაღუპული 130 ადამიანი - პარიზში ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს

პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ISIS-ის  ტერორისტებმა საფრანგეთის დედაქალაქზე მიიტანეს იერიში და 130 ადამიანი მოკლეს.

იმ ადგილებში, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს სამიზნეები გახდა, საფრანგეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები მიდიან და გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. სტად ლე ფრანსის სტადიონთან, სადაც აფეთქების შედეგად 63 წლის მამაკაცი დაიღუპა, ფრანსუა ოლანდმა პარიზის მერთან ერთად მემორიალური დაფა გახსნა.

სამგლოვიარო ღონისძიებები ბატაკლანის საკონცერტო დარბაზთან გაგრძელდა. ქვეყნის პირველმა პირმა ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა მემორიალი განახლებულ კლუბთან გახსნა.

დღის ამბები