07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
H5 N8 - გერმანიაში ფრინველის ვირუსის კერა გამოვლინდა

გერმანიაში ფრინველის გრიპის კერა გამოვლინდა. ვირუსი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ფერმაზე დაფიქსირდა, მოგვიანებით კი სპეციალურმა სამსახურმა ახლომდებარე ფერმები შეამოწმა და H5 N8-ის ნიშნები კიდევ სამ ობიექტზე დაადასტურა.

უსაფრთხოების მიზნით ფერმებში 36 000 ფრინველი გაანადგურეს. ფერმებში კარანტინია გამოცხადებული.


დღის ამბები