07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
რუსი დეპუტატი ამბობს, რომ პუტინის და ტრამპის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა

რუსეთის სათათბიროს სპიკერი ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის პოზიციების თანხვედრაზე საუბრობს.

ვიაჩესლავ ვოლოდინმა ამერიკა-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე ტელეკომპანია ენ ტე ვე-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. რუსეთის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას იმ ბინძურ კამპანიას უკავშირებს, რომელსაც, მისი თქმით, დემოკრატები ამერიკელი მილიარდერის წინააღმდეგ აწარმოებდნენ. ვოლოდინის განცხადებით, ბარაკ ობამა წლების განმავლობაში იგნორირებას უწევდა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას ურთიერთნდობის აღდგენაზე და გამუდმებით ამწვავებდა სიტუაციას, ვითარების განმუხტვა კი ახალ პრეზიდენტზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, პუტინს და ტრამპს ბევრ საკითხთან მიმართებაში მსგავსი პოზიციები და ხედვა აქვთ, თუმცა მოსკოვისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია დარჩება თუ არა ტრამპი იმ განცხადებების ერთგული, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა.

დღის ამბები