07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
დონალდ ტრამპი - გზა გაპრეზიდენტებამდე და სამომავლო გეგმები

ამერიკას ახალი 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.  ტრამპი 20 იანვრიდან დაიკავებს ოვალურ კაბინეტს და 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას. ტრამპი 70 წლისაა და ის ნიუ-იორკში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი. 

პოლიტოლოგები თვლიან, რომ ამერიკამ გამოცდილ პოლიტიკოსს ექსტრაორდინალური ბიზნესმენი ამჯობინა და ტრამპის პირდაპირი, ხისტი და ხშირად სკანდალური გზავნილები უფრო მისაღები აღმოჩნდა მოსახლოებისთვის, ვიდრე ყოფილი პირველი ლედის და ყოფილი სახელმწიფო მდივნის გაწონასწორებული წინასაარჩევნო კამპანია.

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპის გუნდში მყოფმა მკაცრად რესპუბლიკელებმა ტრამპის გზავნილებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. 

ტრამპი ქვეყნიდან იმ არალეგალების გაშვებას გეგმავს, რომლებიც კრიმინალები არიან და ნარკობიზნესში საქმიანობენ. გეგმავს, რომ მექსიკასთან კედელი ააშენოს და თანხა მექსიკის მთავრობამ დაფაროს. 

დონალდ ტრამპი მუსლიმების წინააღმდეგაც გამოდიოდა და აცხადებდა, რომ მათ ამერიკაში აღარ შეუშვებდა

ტრამპის ბიოგრაფია ძირითადად ბიზნესს უკავშირდება და ამ ბიოგრაფიაში საქართველოსაც უკავია გარკვეული ადგილი.

4 წლის წინ დონალდ ტრამპი პირადად იმყოფებოდა საქართველოში. დაათვალიერა თბილისი და ბათუმი, სადაც საკუთარი პროექტების განხორციელებას გეგმავდა.

სწორედ ბათუმში უნდა აშენებულიყო ტრამპ-თაუერი. უძრავი ქონების მაგნატს მედიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ეპიზოდურ როლშიც. 

ავტორი:თენგო გოგოტიშვილი.

დღის ამბები