07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
დონალდ ტრამპი 3 მილიონამდე არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას აპირებს

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატებიდან 3 მილიონამდე არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას აპირებს. ამის შესახენ ქვეყნის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBS-თან განაცხადა.

არჩევნების დასრულების შემდეგ, პირველ ვრცელ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პირველ რიგში, შეერთებული შტატებიდან დამნაშავეებსა და კრიმინალური სამყაროს წევრებს გააძევებს. მას შემდეგ კი რაც ქვეყანა უსაფრთხო გახდება, საემიგრაციო სამსახურები უსაბუთო ემიგრანტების შემოწმებას დაიწყებენ.

მან შეერთერბულ შტატებსა და მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობის შასახებაც ისაუბრა.

"გეგმის მიხედვით დამნაშავეებს, ადამიანებს ვისაც აქვს კრინიმალური წარსული, ბანდების წევრებსა და ნარკო დილერებს, ქვეყნიდან გავაძევებთ. შესაძლოა, ასეთი ადამიანების რიცხვმა 2 ან 3 მილიონს მიაღწიოს. ქვეყნიდან გავაძევებთ ან დავაკავებთ, რადგან ისინი აქ არალეგალურად იმყოფებიან. კარგად დაცული საზღვარი უნდა გვქონდეს. საზღვარზე კედელს აუცილებლად ავაშენებ, თუმცა გარკვეულ ტერიტორიაზე შესაძლოა ღობეც საკმარისი იყოს," - განაცხადა ტრამპმა. 

დღის ამბები