07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ამერიკა კვლავ რჩება ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკა-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს ბრისულში ევროკაშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. არაფორმალური შეხვედრა გერმანული მხარის ინიციატივით გაიმართა.

გაკეთდა განცხადებები, რომ ამერიკა კვლავ რჩება ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, განსაკუთრებით თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხებში. ამასთან არ გადაიხედება ის ხელშეკრულებები, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირს შორისაა გაფორმებული.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ დაინტერესებული არიან ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და ელიან ამერიკული მხარის პოზიციას.

"ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს ერთიანი პოზიცია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამყარების თვალსაზრისით. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორები არიან და ჩვენს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. 

"შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც მომავალ თვეებში გადამწყვეტი იქნება. მაგალითად კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული შეთანხმების იმპლემენტაცია, ასევე ირანის ბირთვული ხელშეკრულების დაცვა. ვისაუბრეთ სხვა კრიზისულ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაზე ბოლო 8 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებთან წარმატებით ვთანამშრომლობდით," - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ. 

დღის ამბები