07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "სოციალისტური პარტიის" თავმჯდომარე ლიდერობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, იგორ დოდონმა ამომრჩველთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა და პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მაია სანდუ დაამარცხა.

იგორ დოდონს პრორუსულ კანდიდატად მიიჩნევენ. მისი ოპონენტი კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა. მაია სანდუმ არჩევნების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ გააკეთა განცხადება.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დღის ამბები