07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები ბულგარეთში - მეორე ტურში "სოციალისტური პარტიის" წარმომადგენელი ლიდერობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, 53 წლის ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რუმენ რადევმა ამომრჩეველთა ხმების 58% მოიპოვა. მმართველი პარტიის კანდიდატმა, ცეცკა ცაჩევამ ხმების დაახლოებით 35% მიიღო.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ბულგარეთის პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

ბოიკო ბორისოვის თქმით, არჩევნებმა ცხადყო, რომ მმართველმა კოალიციამ მოსახლეობის ნდობა ვერ დაიმსახურა.

დღის ამბები