07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა კანდიდატმა გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა კანდიდატმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მომხრეა, ხმების 55% მოიპოვა.

მისმა კონკურენტმა მაია სანდუმ კი, რომელიც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის გაგრძელებას უჭერს მხარს, ხმების 45% მიიღო.

დღის ამბები