07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
პრეზიდენტ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ნეშტს ეგზჰუმაციას ჩაუტარებენ

პოლონეთში დღეიდან სმოლენსკის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ეგზჰუმაციის პროცესი დაიწყება. საერთაშორისო სპეციალისტების ჯგუფი ანალიზს პირველს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ნეშტს ჩაუტარებენ, საერთო ჯამში კი ეგზჰუმაცია 83 გარდაცვლილს ჩაუტარდება.

სპეციალისტებს სურთ, შეამოწმონ ვერსია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ბორტზე შესაძლოა ხანძარი გაჩენილიყო. პროცესი, დაახლოებით, 2 თვე გაგრძელდება.

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა სმოლენსკში 2010 წლის აპრილში განიცადა, რასაც ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები